ნინო წილოსანი შსს-სა და პროკურატურას მიმართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 03 ივნისი 2024, 14:24

პარლამენტის ვიცე-სპიკერი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს. საუბარია ადევნებაზე. ნინო წილოსანი შესაბამისს ვიდეო მასალასაც აქვეყნებს. წილოსანი გამოკითხვაზე დაბარებასა და დანაშაულის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს. ვიცე-სპიკერი წერს, რომ ფაშიზმზე ყველამ უნდა აგოს პასუხი.

„ადამიანმა, რომელმაც ჩემს მიმართ დანაშაული - ადევნება ჩაიდინა, საქმე ჩემს მიერ დაწერილი პოსტის შემდეგ ძალიან გააიოლა და პრაქტიკულად თავადვე აღიარა ჩადენილი დანაშაული. ძალიან იჩქარა, შეშინებულმა დაწერა პოსტი და თქვა, რომ უბრალოდ ვაკეში ცოლს გაუარა, დამინახა, დამისიგნალა და მოღალატე დამიძახა, თუმცა:

1. საჯაროდ, აქვე წარმოვადგენ ჩემთან ჩაწერილი კომენტარის ბოლო წამებს, სადაც ჩემს ზურგს უკან ჩანს ეს ავტომანქანა. სწორედ ამის შემდეგ, დაელოდა კამერების გამორთვას და შემდეგ განახორციელა მუქარა.

2. ⁠ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერი არის იგივე ადამიანი და ავტომანქანა, რომელიც უკვე მეორე წრეზე იყო. ჩანაწერშივე ისმის ადამიანის ხმა „კიდე მოდის”.

3. ⁠თუ მის პოსტებსაც გადავხედავთ, კარგად ჩანს მისი აქტივიზმიც, მის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივაციაც და ისიც, რომ სულ ტყუილად და თავის დასაძვრენად აგინებს ნაცებს. ის უერთდება და აზიარებს ნაცმოძრაობის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქტივობებს, რომელიც მათ მიერვე მოგონილ “რუსულ” თემებს შეეხება. შესაბამისად, არსებობს ქმედებაც, მისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, მოტივიც და ისიც ფაქტია, რომ ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, აშკარად იტყუება და ამისი მტკიცებულებებიც არსებობს!

ფაშიზმზე ყველამ უნდა აგოს პასუხი!“, - წერს ნინო წილოსანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი