დავით ქართველიშვილი: საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც „გლობალური ომის პარტია“ დამარცხდა „გლობალური მშვიდობის პარტიასთან“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 03 ივნისი 2024, 14:15
"საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც "გლობალური ომის პარტია" დამარცხდა "გლობალური მშვიდობის პარტიასთან". სადაც ომი, კოლონიალიზმი, ვასალური დამოკიდებულება დამარცხდა მშვიდობასთან, სუვერენიტეტთან, უსაფრთხოებასთან და ეკონომიკურ სტაბილურობასთან, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის დამტკიცებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სწორედ ამ კანონმა გაავლო ზღვარი საქართველოს მეგობრებსა და  მოწინააღმდეგეებს შორის.

"საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც "გლობალური ომის პარტია" დამარცხდა "გლობალური მშვიდობის პარტიასთან". სადაც ომი, კოლონიალიზმი, ვასალური დამოკიდებულება დამარცხდა მშვიდობასთან, სუვერენიტეტთან, უსაფრთხოებასთან და ეკონომიკურ სტაბილურობასთან. ამ უმარტივესმა 6-გვერდიანმა კანონმა გაავლო საზღვარი საქართველოს მეგობრებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. აღმართა შლაგბაუმი კეთილსინდისიერებას, სიმართლეს, პარტნიორულ მოკავშირეობასა და სიცრუეს, სივერაგესა და არაკეთილსინდისიერებას შორის. გაავლო წითელი ხაზები ღირსებასა და მარიონეტულ ლაქიაობას, პატრიოტიზმსა და აგენტოკრატიას შორის. კანონი დაანონსდა 3 აპრილს, 41-ე დღეს მიღებული იქნა მესამე მოსმენით და მე-60 დღეს შევიდა ძალაში. გილოცავთ!" -  წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი