215
02 ივნისი 2024, 23:27
არა რა, არ მგონია ასეთი გრანდიოზული კონცერტით და უამრავი ხალხით "ქართული ოცნება" შეშინდეს-, ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საქველმოქმედო აქცია-კონცერტს.
“არა რა, არ მგონია ასეთი გრანდიოზული კონცერტით და უამრავი ხალხით "ქართული ოცნება" შეშინდეს, მე უფრო რუსეთის და უკრაინის ხელისუფლებების მეფიქრება, ერთმა შეიძლება დაუყონებლივ დაიწყოს ჯარების გაყვანა უკრაინიდან, მეორემ კი იარაღი დაყაროს და დაზავდეს... ნეტავ ფრანებს და ბუშტებს თუ გაუშვებენ ჰაერში?!
ისე, ერთი საყვედური ამ ხელსუფლებასაც ეკუთვნის, რა მოხდება ამ უცნაურ ხალხს სადმე ქალაგარეთ, მინდორში გამოუყონ ადგილი, სადაც მიტინგსაც ჩაატარებენ და კონცერტსაც, ტრანსპორტირებაშიც რომ დაეხმარონ, მათი ტელე-მედია თვითონ მივა, დადგნენ სადმე შორს უნდა იყვირონ და უნდაც იმღერონ... თანამდებობესაც იქვე გაინაწლებენ, სალომე ზურაბიშვილიც ჰაერზე გავიდოდა, ახალ იდეებს გაჟღერებდა, თან ძაღლსაც გაასეირნებდა, შეიძლება მასაც ემღერა რამე...”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |