115
02 ივნისი 2024, 23:05
მორიგი შეხსენება იმ კლასიკურ უსამშობლო ნაცარარაობებზე, რომლებიც საჯარო სამსახურში მაღალი თანამდებობების მისაღებად, უყოყმანოდ დათმობენ საქართველოს მოქალაქეობას, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, "იმედის კვირის" რეპორტაჟს, სადაც საუბარია იმ რადიკალ პოლიტიკოსებზე, რომლებმაც კარიერული წინსვლისთვის საქართველოს მოქალაქეობა დატოვეს.
აბაშიძის შეფასებით, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები არასდროს ყოფილან მედასავლეთეები, მათთვის მთავარი ფული, თანამდებობა და გავლენებია.
"მორიგი შეხსენება იმ კლასიკურ უსამშობლო ნაცარარაობებზე, რომლებიც საჯარო სამსახურში მაღალი თანამდებობების მისაღებად, უყოყმანოდ დათმობენ საქართველოს მოქალაქეობას.
მსგავს არაპატრიოტებს ევროპული პოლიტიკის მეინსტრიმი ყოველთვის გარიყავს. გასაკვირი არცაა, რადგან კოლექტიური "ნაცები" არასოდეს ყოფილან მედასავლეთეები. მათი უმაღლესი პრიორიტეტებია ფული, თანამდებობები და სახელისუფლებო გავლენები. ამისთვის კი საკუთარ ოჯახებსაც კი გადააბიჯებენ." - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |