ნინო ფოჩხუა-არ მინდოდა ამ ფაშისტურ სიუჟეტზე, რაც ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ იკადრეს რამე დამეწერა, მაგრამ ანონსში რაც ვნახე, იმდენად იმოქმედა მამუკა მდინარაძის დედის დანახვამ, თავი ვერ შევიკავე- გაუნათლებლები და ბოროტები ხართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 01 ივნისი 2024, 12:26
ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ოჯახის წევრების შესახებ “ნოდარ მელაძის შაბათის” სიუჟეტს ეხმიანება. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ამის შესახებ თავად მამუკა მდინარაძემ გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში, სადაც აღნიშნავს, რომ “ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, მომდევნო ბინძური ანონსი გააკეთეს მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე, ერთადერთი მიზანი კი ასაკოვან მშობლებზე და შშმ ძმაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა”. „არ მინდოდა ამ ფაშისტურ სიუჟეტზე, რაც უსქესო ნოდარ მელაძემ და მისმა რეალტვიდან გადმობარგებულმა უსისხლო მაკა ჩიხლაძემ იკადრეს რამე დამეწერა, მაგრამ იმდენად იმოქმედა მამუკას დედის დანახვამ, რომ თავი ვერ შევიკავე. მესმის ფულის გულისთვის ეშმაკსაც შეეკვრებიან, თუმცა უკვე შეკრულებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ. რამდენიმე დღის წინ მამუკამ სტატუსი დადო ამ თემაზე, რა თქმა უნდა აღვშფოთდი, მაგრამ დღეს ანონსში რაც ვნახე, გული მომიკვდა.
სათნო, ჭაღარა, ხანშიშესული ქალი, როგორ ნერვიულობს და პასუხობს ამ უჯიშო გურამ დონაძის კალთიდან დაფრთიანებულ არსებას. შე არაადამიანო, ავადმყოფი, მოხუცი ქალი რომ დაინახე, როგორ უკან არ გაბრუნდი, ან დედა არ გყავს ან ბებია არ გაგახსენდა? ფული "შოვნა" სხვა გზებითაც რომ შეიძლება არ იცი? მაგრამ უწიგნურები, გაუნათლებლები და ბოროტები ხართ, მხოლოდ ეს შეგიძლიათ, ნორმალურ სამსახურში ვინ აგიყვანთ? მაგრამ თვეებიღა დაგრჩათ და გაქრებით, როგორც გაქრა თქვენი გურუ, თქვენი მასწავლებლები, აღარავის ემახსოვრებით და მოგიწევთ უცხოეთში სამუშაოს ძებნა.“-წერს ნინო ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი