105
31 მაისი 2024, 19:44
როგორც ჩანს, საარჩევნო წელიწადს ბევრის გახსენება მოგვიწევს. მათ შორის "ეუთო/ოდირის" 2022 წლის აშშ-ს კონგრესის შუალედური არჩევნების ანგარიშის, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
მას მოჰყავს აშშ-ის კონგრესის არჩევნების შესახებ ორგანიზაციის ანგარიშიდან ციტატები, სადაც საუბარია პოლარიზებულ საარჩევნო კამპანიასა და ხისტ რიტორიკაზე.
“როგორც ჩანს, საარჩევნო წელიწადს ბევრის გახსენება მოგვიწევს. მათ შორის "ეუთო/ოდირის" 2022 წლის აშშ-ს კონგრესის შუალედური არჩევნების ანგარიშის. შემოვიფარგლებით მხოლოდ მშრალი ციტატებით:
✅ კონგრესში შუალედურ არჩევნებზე აღინიშნა საარჩევნო პროცესისადმი ამომრჩეველთა ნდობის შელახვის მცდელობები, რამაც სისტემური ხარვეზები გამოიწვია. საარჩევნო კამპანია უაღრესად პოლარიზებული იყო და ხისტი რიტორიკით გამოირჩეოდა. ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო ოლქების პარტიულმა გადანაწილებამ არაკონკურენტული ოლქების შექმნა გამოიწვია
✅ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჟღავნების მექანიზმები ზოგადად ყოვლისმომცველი იყო, თუმცა მარეგულირებელ ჩარჩოებში არსებული ხარვეზები პოლიტიკაში ფულის ზემოქმედებას ნაკლებად გამჭვირვალეს ხდიდა
✅ მრავალფეროვანი მედიის ბევრი წარმომადგენელი ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდა, თუმცა პოლარიზაციამ და ფართოდ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ, გავლენა მოახდინა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე ინფორმაციის მიღების კუთხით
✅ საარჩევნო მოხელეები ზოგადი ნდობით სარგებლობდნენ, თუმცა შემაშფოთებელი იყო საარჩევნო თანამდებობის პირების პოლიტიზება და საარჩევნო მუშაკების დაშინება. ზოგიერთ შტატში საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდვები ეწინააღმდეგებოდა ეუთოს ვალდებულებებს
ასე რომ, იმავე ორგანიზაციის დასკვნა "გამჭვირვალობის კანონის" შესახებ, რომელიც სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის მიერ იყო დაწერილი - ოპოზიციამ სამახსოვროდ დაიტოვოს, აშშ-ს არჩევნებზე დაწერილ "ანტიდასავლურ" და "აგრესიული რიტორიკის" ენაზე დაწერილ დასკვნასთან პერიოდული შედარების მიზნით.” - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |