დავით ქართველიშვილი: ყირგიზეთში პირველი მერცხალი "სოროსის ფონდი" იყო, რომელმაც გამჭვირვალობის დეკლარაციის შევსებას, ქვეყნის დატოვება ამჯობინა, საქართველოში ასეთ პირველ მერცხალზე New Lines Magazine იუწყება: NATO-ს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საქართველოში რუსულ ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად შეიქმნა, დაიხურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 31 მაისი 2024, 15:07
ყირგიზეთში პირველი მერცხალი "სოროსის ფონდი" იყო, რომელმაც გამჭვირვალობის დეკლარაციის შევსებას, ქვეყნის დატოვება ამჯობინა. ამით მან მხოლოდ გაურკვეველ მათემატიკურ ფანტაზიებში დატოვა ყირგიზი ხალხი - რა ოდენობის ფული შემოდიოდა ქვეყანაში და რა მიზნებით იხარჯებოდა, გაურკვეველი დარჩა,  -  ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, საქართველოში ასეთი პირველი მერცხალი გახდა ნატო-ს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც რუსეთის ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად შეიქმნა. 

"ყირგიზეთში პირველი მერცხალი "სოროსის ფონდი" იყო, რომელმაც გამჭვირვალობის დეკლარაციის შევსებას, ქვეყნის დატოვება ამჯობინა. ამით მან მხოლოდ გაურკვეველ მათემატიკურ ფანტაზიებში დატოვა ყირგიზი ხალხი - რა ოდენობის ფული შემოდიოდა ქვეყანაში და რა მიზნებით იხარჯებოდა, გაურკვეველი დარჩა.
საქართველოში კი ასეთ პირველ მერცხალზე გამოცემა New Lines Magazine იუწყება: NATO-ს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 10 წლის წინ საქართველოში რუსულ ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად შეიქმნა, დაიხურა. ამ პროექტის ფარგლებში თურმე Meta-მ წაშალა ათობით ყალბი ანგარიში, რომელსაც "საქართველოს მთავრობა ოპონენტებზე რუსული სტილის თავდასხმებისა და უკრაინაში პუტინის ომზე ანტიდასავლური დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდა."
ჩვენც გვრჩება მხოლოდ ვივარაუდოთ, რა ოდენობის ფული დაიხარჯა ამ პროგრამის ფარგლებში "ათობით ყალბი ფბ-ანგარიშის" წასაშლელად, რომლებიც ხელს უშლიდნენ უკრაინას ომში რუსეთის დამარცხებაში. მე მგონი, რომ  ამ მნიშვნელოვან საქმეში არანაკლებ 10 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა. თუმცა ახლა ამას როგორღა გავიგებთ?"- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი