ზურაბ ქადაგიძე-ქვეყანაში მოქმედებს ქსელი, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებით მოქმედებს, ეს ქსელია კოლექტიურ ნაც-მოძრაობა, რომელიც დაპირისპირებითა და რადიკალიზაციით სარგებლობს- ამიტომაც უნდა მოხდეს მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 31 მაისი 2024, 12:50
მას შემდეგ, რაც რევოლუცია ვერ მოაწყვეს და ხელოვნური პროტესტის მუხტმაც კლება დაიწყო, ახალი კამპანია დაიწყეს - სახლებთან მივარდნები, ქუჩაში პირდაპირი ჩართვები და თავდასხმები, აეროპორტებში დახვედრები, სოც-ქსელებით ოჯახის წევრების ბულინგი და დაშინება- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. 

ქადაგიძის თქმით, ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ ამ პროვოკაციის უკან კონკრეტული პარტიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები დგანან.
მისივე განცხადებით, უნდა მოხდეს მათი გამოვლენა და შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.


„მას შემდეგ, რაც რევოლუცია ვერ მოაწყვეს და ხელოვნური პროტესტის მუხტმაც კლება დაიწყო, ახალი კამპანია დაიწყეს - სახლებთან მივარდნები, ქუჩაში პირდაპირი ჩართვები და თავდასხმები, აეროპორტებში დახვედრები, სოც-ქსელებით ოჯახის წევრების ბულინგი და დაშინება.
ყველაზე ნიშანდობლივი კი ის არის, რომ ყველა ამ პროვოკაციის უკან კონკრეტული პარტიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები დგანან. აბსოლუტურად ყველა გაიშიფრა და მათი იდენტიფიცირება მოხდა.
ქვეყანაში მოქმედებს ქსელი, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებით მოქმედებს და ცდილობს,  რადიკალიზაციის გაღვივებასა და პროტესტის რეანიმაციას. ეს ქსელი წარმოადგენს კოლექტიურ ნაც-მოძრაობას, რომელსაც არ აწყობს პოლიტიკური პროცესების ჩვეულ რეჟიმში განვითარება და მხოლოდ, დაპირისპირებითა და რადიკალიზაციით სარგებლობს.
ამიტომაც უნდა მოხდეს მათი გამოვლენა და შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი