ედიშერ გვენეტაძე: დიდი ხანია ვამბობთ, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ნიურბერგის მსგავსი პროცესი, სადაც უნდა გასამართლდეს ყველა ის ძალა, რომელიც ფინანსური დაინტერესების ფასად ჯაშუშობს და ჰყიდის საქართველოს სახელმწიფოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 31 მაისი 2024, 11:53

უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის" კანონის მიღების შემდეგ რა ქმედებებსაც ქვეყანაში აქვს ადგილი გარედან მხარდაჭერილი და მართული ცალკეული ორგანიზებული ჯგუფების თუ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, ეს სხვა არაფერია, თუ არა წმინდა წყლის ფაშიზმი!, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტი „ხალხის ძალის“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. გვენეტაძის თქმით, საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ნიურნბერგის მსგავსი პროცესი.

„დიდი ხანია ვამბობთ, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ნიურნბერგის მსგავსი პროცესი! სადაც პოლიტიკურ-სამართლებრივ კონტექსტში უნდა გასამართლდეს ყველა ის კოლაბორაციონისტული ძალა, რომელიც დაწყებული 2004 წლიდან დღემდე შეგნებულად ღალატობს, ფინანსური დაინტერესების ფასად ჯაშუშობს და ჰყიდის საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს! ამ საშინელ ძალაში ანუ მეხუთე კოლონაში ფულის გამო გაერთიანებული სუბიექტები და ჯგუფები თავიანთ ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაზოგადოებრივი და ჯაშუშური ქმედებების გამო აუცილებლად იმსახურებენ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას! არ შეიძლება წესიერ, პატიოსან და ქვეყნის მოყვარულ ადამიანს შეექმნას იმის განცდა, რომ მისი დამცველი სახელმწიფო არაა! "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის" კანონის მიღების შემდეგ რა ქმედებებსაც ქვეყანაში აქვს ადგილი გარედან მხარდაჭერილი და მართული ცალკეული ორგანიზებული ჯგუფების თუ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან (ბულინგი, შეურაცხყოფები, ფსიქოლოგიური ზეწოლები განსხვავებულად მოაზროვნეებისადმი) ეს სხვა არაფერი არის თუ არა წმინდა წყლის ფაშიზმი, რამაც ქვეყანაში შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები! ამიტომაც სრულიად ვიზიარებ "ხალხის ძალის" წარმომადგენლის ბნ გურამ მაჭარაშვილის პოზიციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად და აღკვეთოს ის უმსგავსოები და ჯაშუშური ქმედებები, რომელსაც დღისით, მზისით საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ თავშეყრის, კერძო საკუთრების ფარგლებში... მოურიდებლად და გამომწვევად ახდენენ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები! თითოეულ კანონდამრღვევს და ჯაშუშს მიუჩინოს ადგილი იქ, რომელსაც ჩვენი წინაპრები უწოდებდნენ "ვირის აბანო"-ს! რამეთუ თუ „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!", - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი