117
30 მაისი 2024, 22:35
"საინტერესო "თემატური" აქცია დააანონსეს 2 ივნისს. აფხაზეთიდან დევნილები გამართავენ მსვლელობას და გააპროტესტებენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვიდრე, საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი, რომელიც უნდა გახდეს ამ პროცესის ერთადერთი გარანტი", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"საინტერესო "თემატური" აქცია დააანონსეს 2 ივნისს. აფხაზეთიდან დევნილები გამართავენ მსვლელობას და გააპროტესტებენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვიდრე, საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი, რომელიც უნდა გახდეს ამ პროცესის ერთადერთი გარანტი. ნუ, თუ არ გახდება გარანტი, ან სანამ არ გავერთიანდებით ევროკავშირში, მანამდე სოხუმისა და ცხინვალის ხსენება არ იყოსო. ხოლო, თუ თავად ბრიუსელი ოფიციალურად განაცხადებს თავისი ორგანიზაციის არ გაფართოების შესახებ, მაშინ ხომ საერთოდ არ გვინდა არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო. ათას სიგიჟეს მიჩვეული, რაღაც ახლის მოლოდინში კი ვიყავი, მაგრამ მსგავსი რამ ჩემთვისაც კი წარმოუდგენელი იყო.
ყოველი არჩევნების დროს ასევე მაოცებს სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის ნაცების სასარგებლოდ მიცემული ხმების მაღალი ხვედრითი წილი. ძალას, რომელმაც მშობლიურ მიწა-წყალთან და სასაფლაოებთან მათ ძალადობრივ განშორებას ხელი შეუწყო, საცხოვრებლად გეტოებში განათავსა - ლტოლვილთა უმეტესობა სტაბილურად ხმას აძლევს. ამას "სტოკჰოლმის" რაღაც შვილობილი სინდრომი ჰქვია ალბათ. ვიმედოვნებ, რომ ამ განწყობებში რაღაც ძირეული გარდატეხა მოხდება საღი აზრის სასარგებლოდ, ხოლო 2 ივნისს აფხაზეთიდან დევნილთა რიგებში, რიცხობრივი ეფექტის შექმნის მიზნით, ბანგლადეშელ და ინდოელ სტუდენტებს არ ვიხილავთ..." - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |