დავით ქართველიშვილი NATO-ს სამიტზე საქართველოს ხელისუფლების დაპატიჟებაზე: ასეთი "დაპატიჟება" ლავრენტი ბერიას მისთვის იმ უკანასკნელ პოლიტბიუროს სხდომაზე მოწვევას უფრო წააგავს, სადაც მისი დაპატიმრება იყო განზრახული...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 30 მაისი 2024, 10:58
"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ამერიკის მხრიდან NATO-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს ხელისუფლების დაპატიჟებას  და აცხადებს, რომ ასეთი მიპატიჟების წინ ამერიკამ ან საქართველოს ხელისუფლების წევრების დასანქცირების შესახებ საკუთარი პოზიცია უნდა განმარტოს, ან ბოდიში მოიხადოს, ან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქმედება სრულიად გაუგებარია. 



"ეს კოგნიტიური დისონანსი გარდაუვალი იყო და ჩვენ ის მივიღეთ. როდესაც "დაუძინებელი მეგობრები" დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ არა ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ "ქართველ ხალხს", ყველანი ვხვდებით, რომ მათი მხრიდან იგულისხმება მოსახლეობის ის უმცირესობა, რომელსაც (კი ბატონო) აქვს უფლება განსხვავებული აზრი იქონიოს.

როდესაც "დაუძინებელი მეგობრები" მწყობრად უწოდებენ ხელისუფლებას "რუსულ რეჟიმს", იმედგაცრუებას გამოთქვამენ მის მიმართ, ვერ იკავებენ აღშფოთებულ შეშფოთებას და სანქციებით ემუქრებიან სახელისუფლებო სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს თავისი ოჯახის წევრებიანად, ესეც "გასაგებია".

მაგრამ ფსიქიატრია საქმეში ირთვება მაშინ, როდესაც "აშშ-ს სურს და ის იმედოვნებს, რომ საქართველო დაესწრება NATO-ს საიუბილეო სამიტს ვაშინგტონში" და აქ იწყებ ფიქრს - "საქართველოში" მათი ბოლოდროინდელი მიმართვების ობიექტები იგულისხმება და ვაშინგტონში რატი ამაღლობელს და ბაია პატარაიას ეპატიჟებიან? თუ საუბარია "რუსული რეჟიმის" დასანქცირებულ წევრებზე, დემოკრატიის დამაქცევლებსა და იმედგამცრუებლებზე - მაშინ ეს რანაირად უნდა მივიღოთ? 

აქ, ასეთი დაპატიჟების წინ, როგორც მინიმუმ ან საკუთარი პოზიციების განმარტება უნდა მოვისმინოთ, ან პოზიციების შერბილება, ან საკუთარი განცხადებების უარყოფა, ან თუნდაც ბოდიშის მოხდა - წინააღმდეგ შემთხვევაში, დიახ კოგნიტიური დისონანსი სახეზეა. ასეთი "დაპატიჟება" ლავრენტი ბერიას მისთვის იმ უკანასკნელ პოლიტბიუროს სხდომაზე მოწვევას უფრო წააგავს, სადაც მისი დაპატიმრება იყო განზრახული..." - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი