დავით ქართველიშვილი: საქართველოში "საუკუნის პროექტი" - ჩინური კონსორციუმის მიერ, ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება - ევროკავშირის რიგი ქვეყანა თავის უარყოფით გაოცებას ვერ მალავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 30 მაისი 2024, 10:11
"ჩინეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს. შვეიცარიის ბანკი აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხების დატყვევებას - გაგრძელება აუცილებლად იქნება", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, იმის ფონზე, რომ ჩინეთი საქართველოს სავიზო რეჟიმს უუქმებს, აშშ საქართველოს სანქციებით ემუქრება. 

"ამერიკა იმედგაცრუებულია. ჩინეთმა ევროკავშირისთვის განკუთვნილი ტვირთებით, პირველი ავტოტრანსპორტი გამოუშვა საქართველოს გავლით. ამერიკა აღშფოთებულად შეშფოთდა. საქართველოში "აღმოსავლეთ-დასავლეთის" დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლა გაიხსნა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენს დემოკრატიულ უკუსვლას ხაზი გაუსვა. საქართველოში "საუკუნის პროექტი" - ჩინური კონსორციუმის მიერ, ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება. ევროკავშირის რიგი ქვეყანა თავის უარყოფით გაოცებას ვერ მალავს. მსოფლიო ბანკმა, ევროკავშირისთვის განკუთვნილი და საქართველოზე გამავალი ინტერნეტ და ელექტროკაბელის გასაჭიმად 35 მილიონი გამოყო. ამერიკა სანქციებით გვემუქრება. ჩინეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს. შვეიცარიის ბანკი აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხების დატყვევებას.
საქართველოს ბაზარზე სოციალურად ორიენტირებული ჩინური საბანკო სისტემა შემოდის...გაგრძელება აუცილებლად იქნება!", - დაწერა ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი