თამარ ჩიბურდანიძე: სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ თქვა - „აფხაზეთი არის განგრენა საქართველოსთვის”, დღეს კი რეფერენდუმით ამ „განგრენის” მოკვეთა სურს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 29 მაისი 2024, 13:48

არ მჯერა იმის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა, რას ამბობდა, როდესაც რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა მის ირგვლივ შემოკრებილ კოლექტიურ ნაცმოძრაობას. არც იმის მჯერა, რომ პრეზიდენტმა ვერ გაიაზრა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა რეფერენდუმის ჩატარებას ქვეყანაში, სადაც ორი რეგიონი ოკუპირებულია, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რომელიც პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივას ეხმიანება.

როგორც ჩიბურდანიძე Facebook-ზე წერს, რეფერენდუმის ინიციატივას წინ უძღოდა გახარიას პარტიის მიერ გაჟღერებული ბუნდოვანი კითხვა არაღიარების პოლიტიკაზე. ახლა კი, მისი აზრით, გუშინდელი მარცხით გაბოროტებული ოპოზიციისგან და მათი პატრონებისგან მოსალოდნელია ქართველი ხალხის ყველაზე დიდი ოცნების - ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე პოლიტიკური თამაშების დაწყება.

„არ მჯერა იმის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა, რას ამბობდა, როდესაც რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა მის ირგვლივ შემოკრებილ კოლექტიურ ნაცმოძრაობას. არც იმის მჯერა, რომ პრეზიდენტმა ვერ გაიაზრა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა რეფერენდუმის ჩატარებას ქვეყანაში, სადაც ორი რეგიონი ოკუპირებულია. რეფერენდუმს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვერ ჩავატარებთ და გამოდის რომ დანარჩენ საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმით, ჩვენ თავად ვაღიარებთ ამ ორ რეგიონს.

გახარიას პარტიის მიერ გაჟღერებულ ბუნდოვან კითხვას არაღიარების პოლიტიკაზე, პასუხი თავად პრეზიდენტმა გასცა და ეს არის სწორედ რეფერენდუმზე ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება ჩვენივე ხელმოწერით. როგორც ჩანს, დასავლეთმა არაღიარების პოლიტიკის გადახედვა ამ მანიპულაციური ფორმით შემოგვთავაზა.

ერთხელ, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ სამხედროებთან შეხვედრისას თქვა - „აფხაზეთი არის განგრენა საქართველოსთვის”. ამაზე მას შეეწინააღმდეგა ერთ-ერთი სამხედრო და მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. მაშინ პრეზიდენტს არ დაუსრულებია მისი მოსაზრება ამ „განგრენასთან” დაკავშირებით, მაგრამ დღეს, რეფერენდუმის შემოთავაზებით, ფაქტობრივად მის დამკვეთებთან ერთად, გადაწყვიტა „განგრენიანი აფხაზეთის მოკვეთა”. გუშინდელი მარცხით გაბოროტებული ოპოზიციისგან და მათი პატრონებისგან მოსალოდნელია ქართველი ხალხის ყველაზე დიდი ოცნების - ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე პოლიტიკური თამაშების დაწყება. ეს კი ნამდვილად იქნება მათი საბოლოო აღსასრული,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი