თამთა მეგრელიშვილი საქსტატის მონაცემებზე: რამ განაპირობა ეს შედეგი?! სახელისუფლებო გუნდის სწორმა, პრაგმატულმა პოლიტიკამ და კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 29 მაისი 2024, 13:04
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით სიღარიბეს თავი დააღწია 145 000 - ზე მეტმა ადამიანმა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი 15.6% დან 11.8% მდე შემცირდა. მეგრელიშვილის თქმით, ზემოთ ნახსენები შედეგი სახელისუფლებო გუნდის სწორმა, პრაგმატულმა პოლიტიკამ და კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ განაპირობა. მანვე აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფო ხელშესახებ შედეგებს დებს ყველა მიმართულებით და არსებული გუნდის პირობებში პოლიტიკური პროგრესი შეუქცევადია. „2023 წელს, წინა წელთან შედარებით სიღარიბეს თავი დააღწია 145 000 ზე მეტმა ადამიანმა. მაჩვენებელი 15.6% დან 11.8% -მდე შემცირდა. რამ განაპირობა ეს შედეგი?! სახელისუფლებო გუნდის სწორმა, პრაგმატულმა პოლიტიკამ და კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ. სახელმწიფო ინტერესებით მოქმედებამ და არა მონურმა შემგუებლობამ. ქართული სახელმწიფო ხელშესახებ შედეგებს დებს ყველა მიმართულებით. არსებული გუნდის პირობებში პოლიტიკური პროგრესი შეუქცევადია. სიღარიბის მცირე დროში დაძლევა, მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი