ზურაბ ჭიაბერაშვილი - რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კონსტიტუციაში უკვე წერია 78-ე მუხლი, საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რევიზიას ვიწყებთ? ვის აწყობს ეს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 29 მაისი 2024, 10:52
რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კონსტიტუციაში უკვე წერია 78-ე მუხლი, საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რევიზიას ვიწყებთ? ვის აწყობს ეს? – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„1. რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რადგან საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპურებული აქვს რუსეთს 1990-93 წლების ომების შედეგად, 2008-შიც – აგვისტოს ომამდე! – ჩატარდა პლებისციტი და არა რეფერენდუმი;

2. პლებისციტი ჩატარებულია 2008 წელს. ხალხის ნება გამოხატულია;

3. კონსტიტუციაში უკვე წერია 78-ე მუხლი;

4. საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი;

5. ანუ მე-2-3-4 პუნქტების რევიზიას ვიწყებთ? ვის აწყობს ეს?“ – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი