დავით ქართველიშვილი ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ელემენტარული კანონების უცოდინარმა „პრეზიდენტმა" - რამე რეფერენდუმი ხომ არ გამომეცხადებინაო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 29 მაისი 2024, 10:34
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხება. პრეზიდენტმა, ამჯერად, თემაზე რა არის საქართველოს საგარეო არჩევანი, რეფერენდუმის ჩატარების სურვილი გამოთქვა.
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ინიციატივას აფასებს და პოსტში იუმორნარევი ფორმით მოყავს ამ ინიციატივაზე სხვადასხვა პოლიტიკოსის გამოხმაურება.
„ძილისპირული ერთი ზურაბიშვილის დაწერილ კონსტიტუციას დამასწროო - ინატრა გუშინ იაგო ხვიჩიამ. ერთი მის მიერ ნებისმიერი დაწერილი რამის წაკითხვას მოგვასწროო - ვინატრეთ ჩვენ. ამასობაში კი, ელემენტარული კანონების უცოდინარმა "პრეზიდენტმა" - რამე რეფერენდუმი ხომ არ გამომეცხადებინაო, მაგალითად თემაზე: მე უფრო ჭკვიანი ვარ თუ ლამაზი. რაის რეფერენდუმი, ამას პეპლები ხომ არ აწუხებენ მგრძნობიარე ტანში - გაუკვირდა უცხო ქვეყნის აგენტ დეკანოიძეს. ოოო, ამოიღო ხმა მომაკვდავმა დემენციანტმა - ეგ უბრალო აგენტი არ გეგონოთო, ავაკოვზე სასწაულ ინფორმაციებს მაწვდიდაო თავის დროზე. დღის ბოლოს კი, ელისო კილაძის ბუდეს გუგულმა გადაუფრინა და ყველამ მშვიდად დაიძინა - მტერმაც და მოყვარემაც. ქატო აქეთ, რუსული ფქვილი იქეთ. ვსიო!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი