177
28 მაისი 2024, 23:40
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 84 მომხრე - 4 წინააღმდეგი, დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია, რასაც კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ახლა რა იქნება?
1. კანონი 3 დღის ვადაში გადაეგზავნება პრეზიდენტს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად;
2. პრეზიდენტს მასზე ვეტოს დადების უფლება აღარ აქვს;
3. პრეზიდენტს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად 5 დღე აქვს;
4. თუმცა პრეზიდენტს შეუძლია ხელი არ მოაწეროს კანონს;
5. ასეთ შემთხვევაში 5 დღეში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ასე რომ მაქსიმუმ 10 ივნისს კანონი გამოქვეყნდება." - წერს ვახუშტი მებამდე
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |