დავით ქართველიშვილი: პატარა საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა ღირსების ზეიმი და ფასდაუდებელი მაგალითი მისცა "გლობალური ომის პარტიის" ტყვეობაში მყოფ სამყაროს ამ მძევლობიდან გათავისუფლების გზაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 28 მაისი 2024, 22:37
"ვერ დამყარდა საქართველოში უმცირესობების დიქტატი უმრავლესობაზე - ვერ მოვიდა ქვეყნის სათავეში NGO-deep state-ი. ვერ დაამარცხა ფსევდოლიბელიზმა - მამული, ენა, სარწმუნოება", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, საქართველოს მხარეს სიმართლე და ღირსებაა, რომელმაც კოლექტიური "ლეგიონის" წნეხი დაძლია.
"ვერ დამყარდა საქართველოში უმცირესობების დიქტატი უმრავლესობაზე. ვერ ჩაანაცვლა ჩვენში ფსევდოჰუმანიზმა კაცობრიობის შექმნის ბიბლიური ისტორია. ვერ სძლია არაბინარულმა გენდერულმა იდენტობამ ქართულ "პრიმიტიულ" და "მოძველებულ" დედ/მამასა და ქალ/ვაჟებს. ვერ მოვიდა ქვეყნის სათავეში NGO-deep state-ი. ვერ დაამარცხა ფსევდოლიბელიზმა - მამული, ენა, სარწმუნოება. კაცობრიობისთვის უმძიმეს 2024 წელს, თავისი საომარი მოქმედებებით, პოლიტიკური კრიზისებით, ეკონომიკური ტურბულენტობით, საარჩევნო ბატალიებით - ლიბერალური ფაშიზმის წამქეზებელმა "გლობალური ომის პარტიამ" მოიცალა ჩვენთვის და მსგავსად ბიბლიური "გოლიათისა", მთელი თავისი არსენალი და მის ხელთ არსებული ძალები და საშუალებები აამხედრა პატარა "დავითის" წინააღმდეგ. ჩვენი მარიონეტი-სექტანტების ყოველი დღე იწყებოდა ახალი აქტორების ჩამონათვალით, ვინც საქართველოს "არმაგედონით" ემუქრებოდნენ: სანქციებით, ჩვენი შვილების ბულინგით, ფინანსური კოლაფსით, ევროინტეგრაციის შეჩერებით და ა.შ. ხოლო საქართველოს მხარეზე იყო: სიმართლე, ეროვნული ხელისუფლება, ერისა და ბერის სინერგია, ზეციური დასის მფარველობა და ღირსება. და საქართველომ ამ ეტაპზე დაძლია კოლექტიური "ლეგიონის" წნეხი. ჩვენ წინ ურთულესი პერიოდი გვაქვს გასავლელი. ხელოვნურად შექმნილი, მტრული წინააღმდეგობების დაძლევა მოგვიწევს, გარდა ჩამოთვლილი ლაშქრისა, ახლად შეძენილი მეგობრებისა და მოკავშირეების თანადგომით, რაც მოგებული ბრძოლის შემდეგ, ომში საბოლოო გამარჯვების კარგი საწინდარია. აქამდე კი, პატარა საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა ღირსების ზეიმი და ფასდაუდებელი მაგალითი მისცა "გლობალური ომის პარტიის" ტყვეობაში მყოფ სამყაროს ამ მძევლობიდან გათავისუფლების გზაზე", - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი