ენტონი ფაუჩის ეჭვი ეპარება, რომ რუსეთის მიერ შექმნილი ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური იყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
356 12 აგვისტო 2020, 10:06

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს ენტონი ფაუჩის ეჭვი ეპარება, რომ რუსეთმა COVID19-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცა.  

„იმედი მაქვს, რუსებმა რეალურად, საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ევაქცინა შექმნეს“, - განაცხადა ფაუჩიმ.

ენტონი ფაუჩის განმარტებით, ორი სხვადასხვა რამ არის, გქონდეს ვაქცინა და დაამტკიცო მისი უსაფრთხოება.

ფაუჩიმ აღნიშნა, რომ თუკი და როდესაც ამერიკელები მოისმენენ განცხადებებს ვაქცინის შექმნის შესახებ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა რუსეთი ან ჩინეთი, უნდა ახსოვდეთ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარკვეული სტანდარტები. მისი თქმით, რუსული ვაქცინის შემქმნელებს ადამიანებზე ჩატარებული ცდების მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

2020 წლის 11 აგვისტოს რუსეთმა გამალეიას ინსტიტუტის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღდეგო  ვაქცინა - „სპუტნიკ -V“- ოფიციალურად დაამტკიცა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
არქივი