ლიბანის პრემიერ-მინისტრმა 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოაცხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
332 04 აგვისტო 2020, 23:10

ლიბანის პრეზიდენტმა ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების, შემდეგ, შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობის მობილიზაცია გამოაცხადა და დაავალა, რომ სიტუაციის მოგვარებაში ჩაერთონ.

ასევე, მან სამხედრო მოსამსახურეებს დაზარალებულ რაიონებში პატრულირება დაავალა, რათა უსაფრთხოება უზრუნველყონ. 

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოაცხადა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 30-მდე   და დაშავდა ასობით ადამიანი, ასევე ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები. 

ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და რა სახის ასაფეთქებელი მასალები ინახებოდა საწყობში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დაშავებულთა რიცხვი დიდია, ზარალის რაოდენობა კი - მასშტაბური.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
მამუკა მდინარაძე - ცოცხალი ადამიანი ვერ ნახეს, რომელიც წინ დაუდგებოდა და დაიწყეს ქვების სროლა, ჭიშკრის მონგრევა, როგორღა უნდა დამტკიცდეს რომ დემონსტრაცია სამწუხაროდ არ არის მშვიდობიანი?
თბილისში, რამდენიმე ადგილას აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
ალექსანდრე დარახველიძე - აქციის მონაწილეები იყენებენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება, გავარკვევთ, როგორ მოხვდა მათ ხელში ეს საშუალებები
არქივი