საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ტყვიის სროლაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 29 თებერვალი 2024, 01:01
ტყვიის სროლაში დიორის (უნგრეთი) ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე დღეც შედეგიანი გამოდგა - საქართველოს გოგონათა ნაკრები ამჯერად კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა. საუბარია ახალდაარსებულ გუნდურ შეჯიბრებაზე, რომელიც სროლის ევროპულმა კონფედერაციამ საექსპერიმენტოდ პირველად ჩაატარა. 

10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მარიამ აბრამიშვილის და ტყუპების - მარიამ და სალომე ფროდიაშვილების სამეულმა ყველა წინასწარი შეხვედრა მოიგო,  ფინალში კი გერმანიასთან  14:16 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

შედეგად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით დაასრულა. ჩვენი გუნდის ამ მნიშვნელოვან წარმატებაში განსაკუთრებული წვილილი მიუძღვის მარიამ ფროდიაშვილს, რომელმაც ჯერ გიორგი მუმლაძესთან ერთად შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში იზეიმა ჩემპიონობა, შემდეგ ოქროს მედლები მოიპოვა როგორც პირად, ისე გუნდურ პირველობებშიც, ბოლოს კი ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა ექსპერიმენტულ დისციპლინაში.

29 თებერვლიდან შეჯიბრებაში უფროსები ჩაებმებიან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი