სანდრო ბაზაძე 2022/23 წლების საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა და საპატიო პრიზი გადაეცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
268 25 ნოემბერი 2023, 21:02

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე, ქართველ ხმლით მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე 2022/23 წლების საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა და საპატიო პრიზი გადაეცა.

სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ფარიკაობაში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კონგრესის დელეგატთა გადაწყვეტილებით, 2025 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 134-დან 120 დელეგატმა დაუჭირა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი