ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ვერცხლის მედალს დაეუფლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
166 05 ნოემბერი 2023, 19:11

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ფინალში  სერბ ნემანია მაიდოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ტურნირის ბოლო დღეს ხუთი ქართველი ასპარეზობდა, რომელთაგან ილია სულამანიძე (100კგ), ლაშა ბექაური (90კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ) ფინალში გავიდნენ.

დღეს გამომსვლელი ორი ქართველი ლუკა მაისურაძე (90კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. 

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ორი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. გუშინ, 4 ნოემბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.

დღეს, რამდენიმე წუთის წინ კი, ვერცხლის მედალს დაეუფლა ლაშა ბექაური.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი