საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ვენესუელას დაუპირისპირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 30 აგვისტო 2023, 10:36
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ვენესუელასთან გამართავს

მატჩი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში „ჯვაროსნები“ ჩვენი ჯგუფის ლიდერ სლოვენიასთან ერთად მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავლენ, სადაც მათი მეტოქეები გერმანია და ავსტრალია იქნებიან. ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი ნაკრებს წაგების შემთხვევაშიც რჩება.

ჯგუფური ეტაპის პირველ ეტაპზე საქართველომ კაბო ვერდეს მოუგო, თუმცა მეორე თამაშში სლოვენიასთან დამარცხდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი