ილია სულამანიძე თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
207 26 მარტი 2023, 18:24

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში  100კგ წონით კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებული ილია სულამანიძე გახდა. ქართველმა ფინალში მონღოლეთის წარმომადგენელ გონჩიგსურენ ბატჰუიაგს ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს გრანდ სლემზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

 რამდენიმე წუთის წინ, შეჯიბრებაზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, დაძაბულ ბრძოლაში, ევროპის პირველობის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი  პირველად მოიგო.

თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი