პაოლო ჯენტილონი - 2020 წელს ევროკავშირის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
294 07 ივლისი 2020, 16:15
ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარ პაოლო ჯენტილონის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირის ეკონომიკა 8.3%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს კი 5.8%-იანი ზრდა დაფიქსირდება.

„ეკონომიკის აღდგენისკენ მიმავალი გზა ჯერ კიდევ გაურკვევლობით არის მოფენილი, რაც ძირითადად ეპიდემიოლოგიური სიტუაციიას გაურკვევლობას უკავშირდება“, - განაცხადა პაოლო ჯენტილონიმ.

აღსანიშნავია, რომ მაისში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ევროკავშირის მშპ-ის 7.5%-ით შემცირება იყო პროგნოზირებული.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ 2020 წელს ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა მოსალოდნელზე უარესი იქნება, რადგან „საკარანტინო ზომების გაუქმება ნაკლებად სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე საგაზაფხულო პროგნოზში იყო გათვალისწინებული“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
არქივი