დიმიტრი ხუნდაძე: ვიოლა ფონ კრამონმა გაამხილა მათი გეგმები - მისი თქმით, „გაყალბებული არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება“ იგეგმებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 18 აპრილი 2024, 13:17
გამჭვირვალობის შესახებ კანონს აუცილებლად მივიღებთ სწორედ იმიტომ, რომ ვიოლა ფონ კრამონისნაირმა ევროდეპუტატებმა ვეღარ გაბედონ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და მათი ფულით ქართველი ხალხის არჩევანის გაყალბება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს. 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ამ დღეებმა და უცხოელი ლობისტების განცხადებებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ქართველი ხალხისთვის „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების აუცილებლობა.

„რა უფლებით საუბრობს ევროპარლამენტარი ჯერ არ ჩატარებულ არჩევნებზე და აფასებს წინასწარ შედეგებს? არის თუ არა ეს ცილისწამება? არის თუ არა ეს საშინაო საქმეებში ჩარევა? გამოდის, რომ ოპოზიციის ლობისტები თავად ემზადებიან არჩევნების გასაყალბებლად და დღეს  სწორედ ამის აღიარება მოხდა. 

ამ დღეებმა და უცხოელი ლობისტების განცხადებებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ქართველი ხალხისთვის „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების აუცილებლობა. ჩვენ ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ სწორედ იმიტომ, რომ ვიოლა ფონ კრამონისნაირმა ევროდეპუტატებმა ვეღარ გაბედონ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და მათი ფულით ქართველი ხალხის არჩევანის გაყალბება“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე-არა მგონია, ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს, რასაც ვერ ვიტყვი ეშმაკზე, რომელსაც სავარაუდოდ პირადად იცნობს და მასთან წილნაყარია, სხვანაირად რას მივაწეროთ მის ქცევები?!
გია აბაშიძე აქციის მონაწილეებისთვის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე-ერთდროულად ვერ გამოვა ეკლესიურობა და ნაცსექტის მსახურება, ფარისევლობა-თვალთმაქცობის დემონსტრტირებაა თქვენი განცხადება და მეტი არაფერი
დავით ქართველიშვილი: ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
არქივი