ნინო ფოჩხუა დევი ჭანკოტაძეზე: ეს კაცი არა თუ უნდა გვმოძღვრავდეს, ხმას ვერ უნდა იღებდეს. აი დღესაც, ნებით თუ უნებლიედ, წამოსცდა ის გეგმა, რაც ხალხში დიდი ხანია მუსირებს - აქციაზე ადამიანის დაღუპვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 16 აპრილი 2024, 20:36

ეს კაცი არა თუ უნდა გვმოძღვრავდეს, ხმას ვერ უნდა იღებდეს. ის მონაწილეა იმ სპეც-ოპერაციის, რასაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჰქვია. ამ მოღალატეს და სამშობლოს გამყიდველს ვინ მიანიჭა გენერლის წოდება? დევი ჭანკოტაძე ციხეში უნდა იჯდეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ნაცმოძრაობის“ წევრის დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.

ფოჩხუას თქმით, დევი ჭანკოტაძეს ნებით თუ უნებლიედ, წამოსცდა ის გეგმა, რაც ხალხში დიდი ხანია მუსირებ - აქციაზე ადამიანის დაღუპვა.

„ეს კაცი არა თუ უნდა გვმოძღვრავდეს, ხმას ვერ უნდა იღებდეს. ის მონაწილეა იმ სპეც-ოპერაციის, რასაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჰქვია. ამ მოღალატეს და სამშობლოს გამყიდველს ვინ მიანიჭა გენერლის წოდება? დევი ჭანკოტაძე ციხეში უნდა იჯდეს.
აი დღესაც, ნებით თუ უნებლიედ, წამოსცდა ის გეგმა, რაც ხალხში დიდი ხანია მუსირებს, აქციაზე ადამიანის დაღუპვა. არ მაქვს უფლება არ დავიჯერო, არ მავიწყდება მიშას და გვარამიას ფარული ჩანაწერი, სადაც აქციაზე ორსული ჟურნალისტის სიკვდილს გეგმავდნენ.
აბა გაბედეთ, პირველი მსხვერპლი ერთ-ერთი თქვენგანი იქნება“, - წერს ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” დაანონსებულ აქციაზე-ჩაგანაცვლათ კოლექტიურმა ნაც-მოძრაობამ თუ ვერა?! დღეს, “საქართველოს” ძახილის მერე, “თავისუფლება მიშას” ძახილი მოგიწევთ, რომ იცოდეთ
იოანე შაიშმელაშვილი: ომის მშვიდობად წარმოჩენა, მონობის თავისუფლებად წარმოჩენა და უმეცრების სიძლიერედ წარმოჩენა პოლიტიკური და მედია ტექნოლოგიებით შესაძლებელია ანუ ორაზრის პრინციპით მასის მართვა შესაძლებელია
ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე-არა მგონია, ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს, რასაც ვერ ვიტყვი ეშმაკზე, რომელსაც სავარაუდოდ პირადად იცნობს და მასთან წილნაყარია, სხვანაირად რას მივაწეროთ მის ქცევები?!
გია აბაშიძე აქციის მონაწილეებისთვის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე-ერთდროულად ვერ გამოვა ეკლესიურობა და ნაცსექტის მსახურება, ფარისევლობა-თვალთმაქცობის დემონსტრტირებაა თქვენი განცხადება და მეტი არაფერი
დავით ქართველიშვილი: ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს
არქივი