გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილზე: აგენტოკრატიის მონობამ სალომე ზურაბიშვილი ჩააქვესკნელა ბრიყვი "ნაცეონჯეოშნიკების" ნიშაში, ზნეობრივი დაცემები მრავალი გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ამჟამად ეს ესტაფეტა მადამ სალომემ გადაიბარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 14 აპრილი 2024, 12:01
აგენტოკრატიის მონობამ სალომე ზურაბიშვილი ჩააქვესკნელა ბრიყვი "ნაცეონჯეოშნიკების" ნიშაში. დე ფაქტო პრეზიდენტ ზურაბიშვილს აღარაფერი ეტყობა სახელოვანი წინაპრების შთამომავლობის, ქართველობის, ფრანგული დიპლომატობის და მისგან პროტოკოლზე და ეტიკეტზე საუბარი ისეთივე ოქსიმორონია, როგორც ხაბეიშვილის ინგლისური, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ფილოსოფოსის ზაზა შათირიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „უსამშობლოები ზურაბიშვილიდან - ნათელაშვილამდე ვერც კი ხვდებიან, რომ იმ პრესკონფერენციაზე დიპლომატიური უხეშობა თუკი ვინმემ იკადრა, ეს იყო ოლაფ შოლცი, რომელიც აგრესიულად ჩაერია ქვეყნის შიდა საქმეში“. 

ანალიტიკოსის თქმით, ზნეობრივი დაცემები მრავალი გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ამჟამად ეს ესტაფეტა სალომე ზურაბიშვილმა გადაიბარა. 

„ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, რომელიც ერთ-ერთია, რომელიც ზუსტად აანალიზებს მოვლენებს, ხშირად ვითომ აშაყირებენ მარგინალი და უკიდეგანოდ გაუნათლებელი ფსევდოლიბერალები, რომელთათვის გრანტია უწინარესი. 
ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, რომლისთვისაც სამშობლო, რწმენა და ღირსებაა ზეპრიორიტეტები, ჯეროვნად აფასებს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვაში შეუვალ მმართველ გუნდს.
აგენტოკრატიის მონობამ სალომე ზურაბიშვილი ჩააქვესკნელა ბრიყვი "ნაცეონჯეოშნიკების" ნიშაში. დე ფაქტო პრეზიდენტ ზურაბიშვილს აღარაფერი ეტყობა სახელოვანი წინაპრების შთამომავლობის, ქართველობის, ფრანგული დიპლომატობის და მისგან პროტოკოლზე და ეტიკეტზე საუბარი ისეთივე ოქსიმორონია, როგორც ხაბეიშვილის ინგლისური. ზნეობრივი დაცემები მრავალი გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ამჟამად ეს ესტაფეტა მადამ სალომემ გადაიბარა“, - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე-არა მგონია, ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს, რასაც ვერ ვიტყვი ეშმაკზე, რომელსაც სავარაუდოდ პირადად იცნობს და მასთან წილნაყარია, სხვანაირად რას მივაწეროთ მის ქცევები?!
გია აბაშიძე აქციის მონაწილეებისთვის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე-ერთდროულად ვერ გამოვა ეკლესიურობა და ნაცსექტის მსახურება, ფარისევლობა-თვალთმაქცობის დემონსტრტირებაა თქვენი განცხადება და მეტი არაფერი
დავით ქართველიშვილი: ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
არქივი