გია აბაშიძე: მმართველი გუნდი საქართველოს ინტერესების სადარაჯოზეა, ხოლო ნაცსექტა ვასალი და ანტისახელმწიფოებრივია - დასავლეთს პროცესების სამართავად მარიონეტები ურჩევნია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 13 აპრილი 2024, 16:54

ფუნდამენტური განსხვავება "ქართულ ოცნებასა" და რადიკალურ ოპოზიციას შორის ისაა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს ინტერესების სადარაჯოზეა, ხოლო შავი ფულით გამოკვებილი ნაცსექტა - ვასალი და ანტისახელმწიფოებრივია - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, დასავლეთს პროცესების სათავისოდ სამართავად მარიონეტები ურჩევნია, ვიდრე სუვერენიტეტის დამცველი ძალა, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაერთ მაგალითზე დამტკიცდა.

“ფუნდამენტური განსხვავება "ქართულ ოცნებასა" და რადიკალურ ოპოზიციას შორის ისაა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს ინტერესების სადარაჯოზეა, ხოლო შავი ფულით გამოკვებილი ნაცსექტა - ვასალი და ანტისახელმწიფოებრივია.
ცხადია, დასავლეთს პროცესების სათავისოდ სამართავად მარიონეტები ურჩევნია, ვიდრე სუვერენიტეტის დამცველი ძალა. ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაერთ მაგალითზე დამტკიცდა.

ბანერი ”ეს არ არის ევროპა, რომელიც ჩვენ გვინდა”, რომელიც მარტში, ევროკომისიის წინ გაშალეს გაბრაზებულმა ევროპელმა ტრაქტორისტებმა ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რომელიც ევროპაშია და რომელსაც მეინსტრიმ მემარცხენე მედია მალავს. თუმცა, არაფერი მანკიერი იმალება ინტერნეტისა და სოცქსელების ეპოქაში.” - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
დავით ქართველიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ შესაძლოა ბოლო გაფართხალების მოწმენი ვართ ერთდროულად სხვადასხვა გეოლოკაციაში განვითარებული იდენტური არეულობების სახით
არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ
მიხეილ სააკაშვილი: ახლა ზუსტად ის მომენტია, რაც 2008 წლის 11 აგვისტოს დაგვიდგა, როდესაც რუსული ტანკები იდგნენ იგოეთთან, აპირებდნენ თბილისში შემოსვლასა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებას
არქივი