ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილმა თავისი საქციელით, შეაფურთხა სახელმწიფოსა და თავმოყვარე ქართველ ხალხს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 13 აპრილი 2024, 16:44
“სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, გადაუარა სახელმწიფოს. სააკაშვილი კანონებს აღებინებდა პარლამენტს და შემდეგ მის სურვილს მორგებულ კანონმდებლობას იყენებდა, ხან ვინმეს დასასჯელად და ხანაც, სასურველი დამნაშავეების შესაწყალებლად”, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ.
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა უაპელაციოდ გაათავისუფლა მსჯავრდადებული, რომელმაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაული ჩაიდინა.
მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად ყველა პოლიციელსა და ძალოვან სტრუქტურას უთხრა, რომ ჯერ პოლიტიკურ კონიუნქტურას ითვალისწინებს.
„სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს”- ირაკლი ღარიბაშვილი. უფრო მეტიც, ფაქტობრივად, გადაუარა სახელმწიფოს. სააკაშვილი კანონებს აღებინებდა პარლამენტს და შემდეგ მის სურვილს მორგებულ კანონმდებლობას იყენებდა, ხან ვინმეს დასასჯელად და ხანაც, სასურველი დამნაშავეების შესაწყალებლად. გირგვლიანის შემთხვევაშიც კი გარკვეული პერიოდი ვერ გაბედა დამნაშავეების შეწყალება. ზურაბიშვილმა კი უაპელაციოდ, ერთ დღეში გაათავისუფლა მსჯავრდადებული, რომელმაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაული ჩაიდინა. საქართველოს ფაქტობრივმა პრეზიდენტმა ყველა პოლიციელს, ძალოვან უწყებას, საჯარო სამსახურსა და ქართულ სახელმწიფოს უთხრა, რომ მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ჯერ ითვალისწინებს გავლენას, პოლიტიკურ კონიუნქტურას და შემდეგ ქართველ ხალხს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მართლმსაჯულებას! სალომე ზურაბიშვილმა თავისი საქციელით, შეაფურთხა სახელმწიფოსა და თავმოყვარე ქართველ ხალხს!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
დავით ქართველიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ შესაძლოა ბოლო გაფართხალების მოწმენი ვართ ერთდროულად სხვადასხვა გეოლოკაციაში განვითარებული იდენტური არეულობების სახით
არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ
მიხეილ სააკაშვილი: ახლა ზუსტად ის მომენტია, რაც 2008 წლის 11 აგვისტოს დაგვიდგა, როდესაც რუსული ტანკები იდგნენ იგოეთთან, აპირებდნენ თბილისში შემოსვლასა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებას
არქივი