გია აბაშიძე „მთავარი არხის“ კვლევაზე: „ქართული ოცნების“ რეალური რეიტინგი განახევრებულია და მაინც უმრავლესობაშია, ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ „ნაცები“ და ვითომ ახალი „ნაცები“, დაველოდოთ „ოფშორვიზია-ფორმულას“ ფსევდო-გამოკითხვასაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 13 აპრილი 2024, 16:31

„გლავკანალმა" ქართულ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ (ISSA) დაუკვეთა ფსევდო-კვლევა. აღსანიშნავია, რომ ISSA-ს ერთ-ერთი თანამშრომელია სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც "ნაცგზავნილების" ფერხულშია "არა რუსული კანონის" შეძახილებით, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე "მთავარი არხის" მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ე.წ. გამოკითხვაში, „ქართული ოცნების“ რეიტინგი განახევრებულია, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც უმრავლესობაშია. რაც შეეხება სხვა პარტიებს, კვლევის შედეგების თანახმად, ბარიერს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და გვარამია-მელიას "ახალი" ლახავენ.

"გლავკანალმა" ქართულ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ (ISSA) დაუკვეთა ფსევდო-კვლევა. აღსანიშნავია, რომ ISSA-ს ერთ-ერთი თანამშრომელია სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც "ნაცგზავნილების" ფერხულშია "არა რუსული კანონის" შეძახილებით.


ამ ე.წ. გამოკითხვით, "ქართული ოცნების" რეალური რეიტინგი განახევრებულია (მაინც უმრავლესობაშია), ხოლო ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ "ნაცები" და ვითომ ახალი "ნაცები" (გვარამია, მელია) 9-9 %%-ით. დანარჩენი "პარტიუგები" ბარიერს მიღმა არიან. ძალიან საღადაო იქნება ამ ურეიტინგო პარტია-კანტორების რეაქციები.
დაველოდოთ "ოფშორვიზია-ფორმულას" ფსევდო-გამოკითხვასაც. იქაც ძალიან ბევრი რამ იქნება ანეკდოტური." - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე-არა მგონია, ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს, რასაც ვერ ვიტყვი ეშმაკზე, რომელსაც სავარაუდოდ პირადად იცნობს და მასთან წილნაყარია, სხვანაირად რას მივაწეროთ მის ქცევები?!
გია აბაშიძე აქციის მონაწილეებისთვის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე-ერთდროულად ვერ გამოვა ეკლესიურობა და ნაცსექტის მსახურება, ფარისევლობა-თვალთმაქცობის დემონსტრტირებაა თქვენი განცხადება და მეტი არაფერი
დავით ქართველიშვილი: ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს
თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიღებულია - გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!
არქივი