ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
756 16 ოქტომბერი 2019, 20:44

თბილისის მერია  ჭავჭავაძის გამზირის   რეაბილიტაციის მესამე ეტაპზე გადავიდა, ამჯერად, არაყიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთში მიწისქვეშა კომუნიკაციების - წყლის, წყალარინების ქსელებისა და სანიაღვრე სისტემის განახლება დაიწყო.

სამუშაოების შემდეგი ეტაპი იწყება. რიგის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე გზა გადაიკეტება, რადგან აქაც ანალოგიური ტიპის სამუშაოები იწყება, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებასა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. არაყიშვილი-რამიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჭავჭავაძის გამზირის მოწყობა ქვედა ფენებში დავასრულეთ და აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება რიგის ქუჩამდე დარჩენილ საგზაო მონაკვეთს, სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში დასრულდება. მოსახლეობის თანხმობაც იყო, რომ სამუშაოები გაგრძელდეს და რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ჭავჭავაძის გამზირზე, მას შემდეგ, რაც მიწისქვეშა ქსელები მოეწყო, ასეთი მასშტაბური სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. შესაბამისად, ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერს ვაკეთებთ. კომპანიები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, იმისთვის, რომ სამუშაოები ძალიან სწრაფად დავამთავროთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, კეკელიძის ქუჩიდან არაყიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია. მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელები. კომპანიათბილისი ენერჯიმშესაბამისი სამუშაოები დაასრულა, რის შემდეგაც, ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგო.

რაც შეეხება თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე დარჩენილ გზის 1.2-კილომეტრიან მონაკვეთს, პროექტი ორ ნაწილად დაიყოფა და ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება - მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ასფალტის საფარი დაიგება.

ჭავჭავაძის გამზირის სრული სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. მოეწყობა ველობილიკი და ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით, რომლის გასწვრივ, უსაფრთხოების მოაჯირები და ბოძკინტები დამონტაჟდება. საერთო ჯამში, ასფალტის საფარი 60 000 კვ. ფართობზე დაიგება.

გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის, შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის LED განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები და ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სავალი ნაწილიჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
მამუკა მდინარაძე: რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
მამუკა მდინარაძე - ცოცხალი ადამიანი ვერ ნახეს, რომელიც წინ დაუდგებოდა და დაიწყეს ქვების სროლა, ჭიშკრის მონგრევა, როგორღა უნდა დამტკიცდეს რომ დემონსტრაცია სამწუხაროდ არ არის მშვიდობიანი?
არქივი