ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ორი შემთხვევა შემოტანილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
288 13 აგვისტო 2020, 12:48

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 2 შემთხვევა შემოტანილია.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში 198 პაციენტი მკურნალობს საიდანაც 7 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, 17 პაციენტი კი მძიმეთა კატეგორიაში გადის.

„დღევანდელი მონაცემებით 5 ახალი შემთხვევა დაგვემატა და სულ გვაქვს 1283 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფექციის წყარო გახლავთ ლენჯერი, 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და 2 გახლავთ შემოტანილი, აქედან ერთ-ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 10-ით გაიზარდა და გახდა 1068. ამ მონაცემებით დღეს, კოვიდცენტრებში მკურნალობს 198 პაციენტი. ამ 198 პაციენტიდან 7 კვლავ კრიტიკულია, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, 17 პაციენტი არის მძიმეთა კატეგორიაში და მათი მდგომარეობაც სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის. საბოლოოდ, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით 83% გახლავთ, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი 1, 93%-ია.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენ გუშინ 32 პაციენტი გვყავდა, არავინ შემოსულა და არც არავინ გაწერილა, ამიტომ კვლავ რჩება 32 პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული, როდესაც ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას ჩალის ფასი კი არა, ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარია სიმართლე
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა
პრემიერი: ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: გუშინ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ და როდესაც ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს - აღარ იციან, რით ავნონ საკუთარ ქვეყანას, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შეუჩერდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია
არქივი