მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: გუშინ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ და როდესაც ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს - აღარ იციან, რით ავნონ საკუთარ ქვეყანას, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შეუჩერდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 26 აპრილი 2024, 15:13
გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ, რაც ცალსახა უპრეცედენტობა და უტოპიაა, რადგან მას სრული კონსენსუსი ჭირდება და როდესაც ამ ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს და დროებით შეჩერებაზე გადავიდნენ, რომლის ინიციირებასაც ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა ჭირდება, თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ამავე დროს საჭიროა ძალიან კონკრეტული და მკაცრად გაწერილი სამართლებრივი საფუძვლები, საიდანაც ბუნებაში არცერთი არსებობს!  -  წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, რითაც ეხმიანება ევროპარლამენტის რეზოლუციაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციას.

მდინარაძის განცხადებით, ოპონენტებმა აღარ იციან, როგორ ავნონ ქვეყანას და თეორიულ გზებს ეძებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეთ. მისივე თქმით, მეტი ლუსტრაცია წარმოუდგენელია, ვინაიდან ისინი ეთანხმებიან რეზოლუციას, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების, ივანიშვილის სანქცირების, გაუმჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდისკენ არის მიმართული.

"გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ, რაც ცალსახა უპრეცედენტობა და უტოპიაა, რადგან მას სრული კონსენსუსი ჭირდება და როდესაც ამ ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს და დროებით შეჩერებაზე გადავიდნენ, რომლის ინიციირებასაც ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა ჭირდება, თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ამავე დროს საჭიროა ძალიან კონკრეტული და მკაცრად გაწერილი სამართლებრივი საფუძვლები, საიდანაც ბუნებაში არცერთი არსებობს! 

აღარ იციან, რით ავნონ საკუთარ ქვეყანას. წარმოიდგინეთ, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შეუჩერდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია და მხარს უჭერენ რეზოლუციას, რომელიც მიმართულია სააკაშვილის გათავისუფლების, ივანიშვილის სანქცირების, გაუმჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდისკენ. მეტი ლუსტრაცია წარმოუდგენელია!

ჩვენი გზა გამჭვირვალობა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ეროვნული პოლიტიკის კეთება და საქართველოს რეალური ევროპული გზაა, ქრისტიანული და დემოკრატიული, ღირსეული ევროპული გზა! 

#ღირსებითევროპისკენ", - წერს მამუკა მდინარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს
მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის
დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს
ნეთიუ მილერი - თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს
არქივი