თბილისი-კოჯორის გზატკეცილზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
334 07 აგვისტო 2020, 12:40
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ თბილისი-კოჯორის გზატკეცილზე, 530 გრძივი მეტრზე სანიაღვრე არხების მშენებლობა დაიწყო.
 აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველად მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ადგილობრივ მოსახლეობას კი, წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემის არარსებობით გამოწვეული პრობლემებიც მოუგვარდება. პროექტის ფარგლებში, გაკეთდება ბეტონის 150 მეტრის არხი. ასევე, 150 გრძივ მეტრზე 300 და 400 მმ-იანი გოფრირებული მილები, ხოლო 120 გრძივ მეტრზე ფოლადის მილები მოეწყობა. პროექტით, ასევე გათვალისწინებულია 22 ჭის, მოაჯირისა და ბორდიურის მოწყობაც. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ვიაპი +“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი არის გათვალისწინებული.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი