გზის გადაკეტვის მცდელობისთვის პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 10 მაისი 2024, 00:33

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობისას სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლიდან პარლამენტამდე მსვლელობით მიდიოდნენ, პოლიციამ სავალი გზიდან გადასვლა მოსთხოვა, რასაც აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა, რის გამოც პოლიციამ ისინი დააკავა.

აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე გზის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი, პოლიცია კი პერიოდულად აკავებს მომიტინგეებს.

თავდაპირველად, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რომ ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებდა, აქციის მონაწილეებმა ბლოგერის სახლთან გადაინაცვლეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვინც არ შემოდის, უარს ეუბნება საკუთარ ამომრჩეველს, რომ მისი მანდატი წარმოადგინოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა
ირაკლი კობახიძე ექიმისა და მეცნიერის, გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონზე ვადაზე ადრე ვეტოს დადებით პრეზიდენტმა ცივი წყალი გადაასხა ყველა უცხოელ პარტნიორს
არქივი