დევნილთა სააგენტო 140-მდე ბინას კონკურსის წესით შეისყიდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1918 25 მაისი 2020, 16:07

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 140-მდე ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. სააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.

საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო ამ ეტაპზე არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, საცხოვრებელ ფართებს ქუთაისსა და გორში შეისყიდის. სააგენტო ბინებს, მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში, შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს.

„ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე ლარი გამოიყო.

საკონკურსო წინადადების მიღება 25 მაისიდან დაიწყო და 10 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მენაშენეებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში (ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა) უნდა წარადგინონ. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე: ეს არის პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითი, როდესაც კრიმინალს და ანტიდემოკრატიული, წამების სისტემის შემქმნელს ჰყავს რამდენიმე მფარველი ევროპაში
შალვა პაპუაშვილი: კონგრესის მხრიდან ფინანსდება ამერიკის დემოკრატიის ფონდი, რომელიც საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს, ამიტომ ჩემი აზრით, ამ წუხილებს სჯობია, რომ იყვნენ გამჭვირვალენი ქართველი ხალხის მიმართ
პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო
ეს არის რეზოლუციების იარაღად გამოყენება. ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა
არქივი