შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე: ეს არის პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითი, როდესაც კრიმინალს და ანტიდემოკრატიული, წამების სისტემის შემქმნელს ჰყავს რამდენიმე მფარველი ევროპაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 26 აპრილი 2024, 11:45

ეს არის პოლიტიკური კორუფციის ნათელი ლლ, როდესაც კრიმინალს და ანტიდემოკრატიული, წამების სისტემის შემქმნელს ჰყავს რამდენიმე მფარველი ევროპაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ პოლიტიკურ კორუფციას, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ევროპარლამენტში. ეს არის პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითი, როდესაც კრიმინალს და ანტიდემოკრატიული, წამების სისტემის შემქმნელს ჰყავს რამდენიმე მფარველი ევროპაში. თავის დროზე, სასჯელმისჯილი ადამიანი იქ თავისუფლად გადაადგილდებოდა და ბრიუსელის სხვადასხვა კაბინეტში იღებენ კიდეც. შემდეგ წაახალისეს, რომ 2021 წელს შემოპარულიყო, გაგვწირეს ქართველი ხალხი არეულობისთვის ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა, შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდეს და ახლა რეზოლუციებით სურთ, დაიხსნან კრიმინალი ციხიდან. სამწუხაროდ, ამ დონეზეა დასული დღესდღეობით ამ კონკრეტული ჯგუფის საქმიანობა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-ევროკავშირი“ ევროპარლამენტარების კონტროლის გამკაცრებას ითხოვს
ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა "რუსულს" იტყოდა, როგორც ჩანს, ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს
ეკა სეფაშვილი აქციის მონაწილეებზე: მათი ეს თვალთმაქცობა ძალიან მალე გამომჟღავნდა, როდესაც წინა დღით გალობდნენ და მეორე დღეს პატრიარქს ლანძღავდნენ
ანრი ოხანაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება, შესაბამისად, სანქციების მუქარა ვერავის შეაშინებს - პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას
არქივი