მიმდინარეობს საიტის ტესტირება დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში მიმდინარეობს საიტის ტესტირება
რომელი შეზღუდვები უქმდება 23 მაისიდან და რომელი დარჩება ძალაში
15 22 მაისი 2020, 21:22
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 23 მაისიდან, ანუ დღეს, ღამის 12:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და  კომენდანტის საათი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა დეტალურად ისაუბრა, რომელი შეზღუდვები გაუქმდება და ასევე, რა შეზღუდვები რჩება ძალაში 23 მაისიდან საქართველოში.

„დღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ბევრ ქვეყანაში ისევ გრძელდება და პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა, მოგვცა საშუალება, რომ ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე და ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზეც. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23 მაისიდან, ანუ დღეს, ღამის 12 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, გაუქმდეს კომენდანტის საათი.

მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როდესაც ვირუსი არსად წასულა და ჩვენ კვლავაც გვიწევს აქტიური ღონისძიებების გატარება, რათა შევაჩეროთ „კოვიდ-19“-ის გავრცელება,  უკიდურესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რათა არ დადგეს რისკის ქვეშ უმთავრესი ღირებულება – ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებები, რომელიც გულისხმობს და, რომლის შესაბამისადაც დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით ყველა ის შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე.

„23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებშიც და ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.

კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.

საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

უქმდება სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ასევე,  ტაქსის ყველა მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე.

ასევე უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან, ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ სახლიდან და დარჩნენ შინ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, ქვეყანაში  შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, საუბარია, პროდუქციაზე, რომელიც აუცილებელია „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში.

„გარდა ამისა, 23 მაისის შემდეგაც ძალაშია შემდეგი შეზღუდვები: რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურება, ასევე ამ ეტაპზე სასტუმროების ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა. 

ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა კვლავაც შეზღუდულია, გარდა ონლაინვაჭრობისა. ასევე შეზღუდული რჩება ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ. შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით. აქვე დავძენ, რომ სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია, დაიცვას მოთხოვნები, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ხოლო თუ ისინი დაკავებული არიან სურსათის წარმოებით, სავალდებულოა სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.

„ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნაზე იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც იქნება ქვეყანაში კონკრეტული მომენტისათვის.

„სრული დატვირთვით გააგრძელებს აღნიშნული საბჭო ფუნქციონირებას, ასევე, მის ქვეშ არსებული ოპერაციული შტაბები და, რა თქმა უნდა, იფუნქციონირებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144.

იმ ღონისძიებებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გატარდა, მოგვცა შესაძლებლობა, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღებს ტურისტებს. ამ მიზნებისთვის 15 ივნისიდან მოიხსნება ყველა შეზღუდვა შიდა ტურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, მიიღოს პირველი საერთაშორისო ტურისტები, რა თქმა უნდა, შესაბამისი პროტოკოლების დაცვით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მაშინ, როდესაც უქმდება სამართლებრივი შეზღუდვები და იხსნება შეზღუდვების ფართო სპექტრი, ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ყველამ დაიცვას არსებული რეკომენდაციები.

„აღნიშნული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მაღალი დონე და რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

















 























სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საზოგადოება
26 მაისი 2020, 00:48
სარეკლამო ადგილი - 12
485 x 50
სარეკლამო ადგილი - 13
485 x 50
სარეკლამო ადგილი - 14
485 x 50
სარეკლამო ადგილი - 15
155 x 200
25/05/2020 17:28
25/05/2020 17:00
25/05/2020 16:48
25/05/2020 16:30
25/05/2020 16:07
25/05/2020 15:53
25/05/2020 15:48
25/05/2020 15:39
25/05/2020 15:29
სარეკლამო ადგილი - 16
155 x 300
25/05/2020 15:27
25/05/2020 14:51
25/05/2020 14:39
25/05/2020 13:52
25/05/2020 13:48
25/05/2020 13:44
25/05/2020 13:20
25/05/2020 13:16
25/05/2020 13:08
სარეკლამო ადგილი - 17
155 x 500
თბილისი - 2020 წლის „საუკეთესო კულტურული ქალაქი“
თბილისი ლონდონისა და პარიზის გვერდით ევროპული მომავლის ქალაქებს შორის ლიდერ პოზიციებზეა
თბილისი პირველ ადგილზეა ევროპის მთავარ ქალაქებს შორის IFD-ის ეფექტიანობის მიხედვით
„ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში თბილისმა მესამე ადგილი დაიკავა
2020 წელს თბილისი იქცა ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ქალაქად, რომელიც იზიდავს ტურისტებს თავისი უძველესი კულტურით და მომავალზე ორიენტირებული სიახლეებით
თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში მონაწილეობს
ხმის მიცემის პროცედურა დღეს დაიწყო და 5 თებერვლამდე გაგრძელდება. ხმის მიცემა შესაძლებელია შვიდ დღეში ერთხელ ნებისმიერი გეოგრაფიული ლოკაციიდან
თბილისის მერია მოსახლეობას კონცერტებითა და სანახაობებით დატვირთულ ორკვირიან საახალწლო დღესასწაულს სთავაზობს
თეა წულუკიანი - ლევან ბერძენიშვილი - ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისი მწვავე და კრიტიკული აზრი აქვს ყველაფერზე, მაგრამ ვისაც დღეს ვერ გააკრიტიკებს და არ აკრიტიკებს, ეს არის მიშა სააკაშვილი
გენდერი და პოზიტივი - რა აშინებს ოპოზიციას
ახალი თამაშის წესები პოლიტიკაში, რას და რატომ აპროტესტებს ოპოზიცია
სასაცილო პოლიტიკური პარტიები
იუმორი, სატირა და ხმაურიანი სახელებში
სარეკლამო ადგილი - 9
316 x 60
მოსამართლის კრეატიული განაჩენები პატიმრობის ნაცვლად
წიგნის კითხვა, დალაგება, მორგში ძილი, ქველმოქმედება - ცნობილი ამერიკელი მოსამართლე მაიკ ციკონეტტი ბრალდებულებს არჩევანის უფლებას აძლევს - ან ციხე ან კრეატიული განაჩენი
ტყიბული - არჩევანი ცივილიზაციასა და სოციალურ ბომბს შორის
პროფკავშირები მუშების შრომითი უფლებების დაცვას მოითხოვენ
სამეგრელოში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი, თუთუნი და თვითნაკეთი სიგარეტი ამოიღეს
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს
სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა პირველი ივნისისთვის გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე სხდომა მიმდინარეობს
პოლიციამ მამის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა
პოლიტიკაბიზნესისამართალისპორტირეგიონებიმოგზაურობა
გართობასაზოგადოებათბილისიოკუპაციის ხაზიუფლება და რეალობა
არჩევნებისტატიებიგალერეა
ONGO.ge Copyright © 2019, ONGO.ge.   |   ელ-ფოსტა: dna.saagento@gmail.com   |   ტელ: (+995 32) 23 98 123