სოზარ სუბარი: ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრებზე ხალხმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატა, ყველა გრძნობს, რომ ეს ცვლილებები ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის აუცილებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 25 აპრილი 2024, 11:41
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების ნაწილი შეაფასა. 

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, უკვე მეოთხე შეხვედრა ჩატარდება, წინა შეხვედრებზე კი დამსწრეთა მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა გამოიხატა. 

„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ოჯახური ღირებულებების დაცვას ემსახურება, დღეს მეოთხე შეხვედრა გაიმართება. უნდა ვთქვა, რომ პირველ სამ შეხვედრაზე ხალხმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატა. ყველა კარგად ხვდება და ყველა გრძნობს, რომ ეს აუცილებელი ცვლილებებია იმისათვის, რომ დავიცვათ ის ტრადიციული ღირებულებები, რომლებიც ჩვენი რელიგიიდან, სარწმუნოებიდან, წინაპრებიდან მოგვდევს. დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმშიც ზუსტად იგივე განწყობა დაგვხვდება.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ბათუმში გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის "მაყუთს"!
გიორგი იაკობაშვილი: სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა
არქივი