აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 04 მაისი 2024, 19:59

აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს, 4 მაისის 23:00 საათიდან კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების - „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

მერიის ცნობით, აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა მანჯგალაძე - ლიდერებს ირჩევს ხალხი, ჩვენ არავის არაფერში ვეცილებით, სალომე ზურაბიშვილს თუ უნდა, რომ იყოს პროცესის ლიდერი, იყოს ლიდერი
თეონა აქუბარდია - ახალგაზრდების ნაცვლად, პირადად მე ნამდვილად ვერ დავინახავდი აზრს დიალოგში, არა იმიტომ, რომ ვინმეს ლაპარაკის ეშინია, არამედ აზრი არ აქვს, დანარჩენი ამ ადამიანების გადასაწყვეტია
საგარეო უწყება - ევროპის საბჭოს მინისტერიალზე წევრმა ქვეყნებმა დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
ზელენსკი: უკრაინას საკუთარი ცის დასაცავად აუცილებელი საჰაერო თავდაცვის საშუალებების რაოდენობის მხოლოდ მეოთხედი აქვს
ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ახალი მთავრობა დაამტკიცა
არქივი