ზურაბ ქადაგიძე: ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის "მაყუთს"!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 04 მაისი 2024, 21:47
რა კავშირია თბილისში მიმდინარე აქციასა და ფერადი რევოლუციების მოწყობის თეზისების ავტორის შეგონებებს შორის, ამ თემაზე სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს. ქადაგიძე პოსტში იმ ქმედებებს ასახელებს, რითიც აქციის მონაწილეები შეეცდებიან საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებას. შედეგად კი, როგორც ქადაგიძე აცხადებს, ორდღიანი აგრესიული ქმედებების შემდეგ, მანიფესტანტებმა ხალხს სანახაობად საყოველთაო გალობა და სინანული შესთავაზეს. 

„აკერმანის ტრენინგებიდან :

 • ძალადობრივი აქციები შიგა და შიგ უნდა ჩაანაცვლოს მშვიდობიანმა მანიფესტაციებმა, კარგი იქნება თუ მანიფესტაციების დროს გამოყენებული იქნება, სოციალური აქციები (დასუფთავება, ცხოველებზე ზრუნვა, სტუდენტებზე დახმარებების გაწევა და ა.შ) ასევე აუცილებელია რელიგიური რიტუალები: ეკლესიებში მასიურად მისვლა, ლოცვაში მონაწილეობა, რომ საზოგადოებისგან თანაგრძნობა გამოიხატოს. 

• დემონსტრირება უნდა მოხდეს, რომ პროცესები სახალხო, ბუნებრივი და გამჭვირვალეა. შექმენით ფონდები და სოციალური გვერდები, სადაც ანგარიშებს გამოაქვეყნებთ და შიგა და შიგ გაავრცელებთ ინფორმაციას, რომ ხალხია შემომწირველი და დამფინანსებელი პროცესისა.

 მოკლედ, ორდღიანი ლეწვა-მტვრევის შემდეგ, ვიხილეთ საყოველთაო გალობა და სინანული ქაშვეთის წინ და დღეს მთელი დღეა, საზოგადოებისგან უპრეცედენტო შემოწირულებებზე წერენ.

 P.S. ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის "მაყუთს"! თუ რამდენი და ვინ ჩამოიტანა, ეგეც მალე გაირკვევა!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: უკრაინას საკუთარი ცის დასაცავად აუცილებელი საჰაერო თავდაცვის საშუალებების რაოდენობის მხოლოდ მეოთხედი აქვს
ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ახალი მთავრობა დაამტკიცა
გივი მიქანაძე: ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ცალსახად გაცხადებული პოზიციაა, რომ ქართული სახელმწიფო მისი სიძლიერე ოჯახსა და ოჯახის სიწმინდეზე დგას
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 19 წლის აფხაზი გოგოს „სამირას” დღიურების პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ პროვოკაციაზე: „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა, ჩაეშალა სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ირაკლი კობახიძის ლექციაზე დასწრება გვსურდა, ხელი შევუშალეთ
არქივი