კახა კახიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ქალის პატივისცემაზე, არავის გახსენებია „იმედის“ ჟურნალისტი - ქალბატონი იდგა და უკნიდან მამაკაცები აგინებდნენ და რას არ აკეთებდნენ, ყველანაირად ძალადობდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 19 აპრილი 2024, 18:02

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გენდერსა და გენდერის პატივისცემაზე, ქალის პატივისცემაზე, არავის გახსენებია, მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტი - ქალბატონი იდგა და უკნიდან მამაკაცები აგინებდნენ და რას არ აკეთებდნენ, ყველანაირად ძალადობდნენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

მისივე თქმით, იგი გმობს ყოველგვარ ძალადობას ჟურნალისტების მიმართ და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი არხის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს.

„რომ გამეგო ამ ტრიბუნიდან, რომ იცით, არ შეიძლება ასე მოქცევა ქალის მიმართ და ეს არის პირველ რიგში, ქალზე ძალადობა და არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, დავიჯერებდი გულწრფელობას! პირადად მე გეუბნებით, ვგმობ ძალადობას ჟურნალისტების მიმართ - არ აქვს მნიშვნელობა, რომელი არხის ჟურნალისტია.

ქალბატონმა სალომემ ჩაუდგა საფუძველი ძალადობას - ადამიანი, რომელმაც პირდაპირ აღიარა, რომ მე ვესროლე და ვწვავდი ცოცხალ ადამიანს, მისი შეწყალებით ფაქტობრივად თქვა, არ არის პრობლემა, მიდით, ქენით“, - განაცხადა კახიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აქციის მონაწილეებმა შსს-ს ორსაათიანი ვადა მისცეს, რათა აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლონ
ჯონ კირბი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობით იმის გამო, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას განსხვავებული აზრი ჩახშობის თვალსაზრისით
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მარცხენა სანაპირო გადაკეტეს
საგარეო უწყება - პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება
რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდნენ
არქივი