როინ შავაძის მკვლელობასა და უკანონო დაკავების ორგანიზებაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 19 აპრილი 2024, 15:39

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის და უკანონო დაკავების ორგანიზებისთვის, აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა მკვლელობაში და უკანონო დაკავებაში ბრალდებული ოთხი ყოფილი სპეცრაზმელის მიმართაც.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ სპეცრაზმელებს: მირზა კონცელიძეს, ომარ ჭაღალიძეს, დავით ზაქარაძეს და გიორგი არაბულს. გიორგი არაბული ძებნილია.

მანამდე, სამმა ყოფილმა სპეცრაზმელმა საბოლოო სიტყვებით ისარგებლეს და თავი წარდგენილ დანაშაულში დამნაშავედ არ ცნეს.

სამი დღის წინ სამ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მსუბუქი სასჯელები განესაზღვრათ. ორმა სპეცრაზმელმა, თემურ მგელაძემ და ზვიად ნურიძემ აღიარეს მკვლელობა და სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა საქმის ყოფილი გამომძიებლის სულიკო ვარშანიძის მიმართაც. მგელაძეს ერთი, ნურიძეს სამი, ვარშანიძეს კი ცხრა თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

შავაძის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. თეიმურაზ პატარიძის ყოფილ მოადგილეს ალი ბალაძეს რომელსაც ბრალი შავაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის და უკანონო დაკავების ორგანიზებისთვის ედებოდა 12 წლიანი, ზოლო სპეცრაზმელ მამუკა ბერიძეს მკვლელობისთვის და უკანონო დაკავებისთვის 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
მამუკა მდინარაძე: რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
არქივი