მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ახალგაზრდებთან შეხვედრას გააგრძელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 19 აპრილი 2024, 13:24
მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის"
(საყდრისის კომიტეტი) ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბიროს წევრებს უმასპინძლა. 
შეხვედრის მთავარ თემას კულტურული მემკვიდრეობის  დაცვასა და  მოვლა- პატრონობის საქმეში  ახალგაზრდების  ჩართულობის გაზრდა წარმოადგენდა. 

ნინო ბურჭულაძე-  
,,დღევანდელმა შეხვედრამ ცხადყო, რომ ახალგაზრდებს  მეტი ინტერესი  და შესაბამისად  მეტი ინფორმაცია აქვთ გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით კულტურული მემკვიდრეობასთან მიმართებაში.  რაც ძალიან სამწუხაროა. ამიტომ საჭიროა მეტი  შეხვედრები. მეტი საუბრები, რომ ახალგაზრდებს ნელ-ნელა გაუღვივდეთ ინტერესი, მეტი გაიგონ   საქართველოს  კულტურული მემკვიდრეობის, მათი რაიონის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ,  რომლითაც ასე მდიდარია დმანისის მუნიციპალიტეტი.  

მნიშვნელოვანია,  რომ  დასასრულს გაჩნდა იდეა, რომ  მსგავსი ფორმატის ღონისძიებები  დაიგეგმოს სხვა ძეგლებზეც".
 
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობის" ახალ ფართომასშტაბიან ონლაინ პროექტზე "მიამბე," რომელიც სტარტს 10 მაისიდან აიღებს სოციალურ ქსელებში და წლის ბოლომდე გაგრძელდება. 
შეხვედრა ახალგაზრდულ სათათბიროს წევრებთან  XVII-XVIII  საუკუნის აბულმუგის აბანოს ეზოში შედგა რომელიც პირველი დაუშლელად გადატანილი ძეგლია საქართველოში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიუ-იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის სითი კოლეჯში, პროპალესტინური აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა
სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი დღეს „ქართულ ოცნების“ წევრებს შეხვდება
მეთიუ მილერი - აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საშიშ მიმართულებაზე აყენებს
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
არქივი