პარლამენტი, ინტერპელაციის წესით მიწვეულ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 19 აპრილი 2024, 09:48

დღეს პარლამენტი, ინტერპელაციის წესით მიწვეულ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენს.

გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და ამ თემაზე მას მარტის თვეში მიმართა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს გომელაური პარლამენტში ისაუბრებს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.

ვახტანგ გომელაურის გარდა, პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასევე ასახული იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინტერპელაცია. პარლამენტში დავითაშვილის მოწვევა კომპანია “ორბი ბახმაროს“ მიერ ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობას უკავშირდება, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ეკონომიკის მინისტრი უცხოეთში მიემგზავრება და ამ თემაზე მისი მოსმენა მაისის თვეში გადაიდო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
მამუკა მდინარაძე: რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
არქივი