უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პოლონელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოავლინა რუსეთის აგენტი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებს ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის მოწყობა შესთავაზა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 18 აპრილი 2024, 21:29

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პოლონელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოავლინა რუსეთის აგენტი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებს ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის მოწყობა შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ პოლონეთის მოქალაქე რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან („გრუ“) თანამშრომლობდა. მან შეაგროვა უსაფრთხოების შესახებ მონაცემები ჟეშუვ-იასეონკაში მდებარე აეროპორტზე და გადასცა რუსეთის სპეცსამსახურებს.

„ეს უნდა დახმარებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში პოლონეთში ყოფნის დროს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურ ოფიცრებმა და უკრაინელმა პროკურორებმა პოლონელ კოლეგებს აცნობეს შესაძლო მკვლელობის მცდელობის შესახებ და მიაწოდეს მათ ამ საქმესთან დაკავშირებით ძირითადი მტკიცებულებები“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

აგენტი პოლონეთის ტერიტორიაზე დააკავეს. პოლონელმა პროკურორებმა მას ბრალი წაუყენეს იმაში, რომ ის მზად იყო ემოქმედა უცხოური სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა - ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია
ახლა ოპოზიცია ხარჯავს იმ რესურსს, რომელსაც ოქტომბრისთვის ფარულად აგროვებდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოლდოვაში სისტემური კორუფციის და მთავრობის გამჭვირვალობის პრობლემებია
შსს: მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გააჟღერონ მოწოდებები, რომლებიც შესაძლოა ძალადობრივი ქმედებების წინაპირობა გახდეს
ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში, გარდა ამისა, პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ
არქივი