„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 18 აპრილი 2024, 19:58

ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

როგორც მან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მსგავსი სისასტიკის დარბევა არ ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლამდეც და მას შემდეგაც აქციებს ესწრება.

ირაკლი კუპრაძის თქმით, აქციის დარბევა იყო უმძიმესი დანაშაული რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა.

„იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დღეებში საქართველოს პარლამენტთან იდგნენ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ, ვერ შეაშინებენ. მე მსგავსი სისასტიკის დარბევა არ მახსოვს - ადამიანს, რომელიც 2012 წლამდეც და მის შემდეგაც აქციებზე ვდგავარ. ეს სასტიკი დარბევა იყო, ადამიანის მისაშველებლად მივედი, რომელსაც ძირს დაგდებულს ურტყამდნენ და ამ დროს უმიზეზოდ დამაკავეს. სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა - ეს უმძიმესი დანაშაული იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა. ეს არის შეტევა საქართველოს პროევროპულ კურსზე. მე და ჩემი თანამებრძოლები საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს მოვემსახურებით. „ქართული ოცნება“ რუსეთს ემსახურება და სანამ ის არ შეიცვლება, იქნება მუდმივი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მისი სასამართლო პროცესი გადაიდო.

ცნობისთვის, ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად საპროტესტო აქციის დროს დააკავა. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და წინ გადავდგათ ნაბიჯები
არჩილ თალაკვაძე - ტერორზე დაფუძნებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან ისმის მუქარები პოლიციელების მიმართ, გასაქანი თუ მიეცემათ, ადვილად წარმოსადგენია, რას გააკეთებენ
გურამ მაჭარაშვილი: ამბობენ, რომ საზოგადოების უმრავლესობა საქართველოში მათ უჭერს მხარს - მოიგონ არჩევნები და არა მხოლოდ ეს კანონი, სხვა კანონებიც შეცვალონ, მაგრამ იციან, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს
რატი იონათამიშვილი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ვინ ღალატობს ჩვენს ქვეყანას
სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი დღეს მეორე მოსმენით მიღებული იქნება
არქივი