გურამ მაჭარაშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ჩვენ თუ მხოლოდ იმაზე ვართ დამოკიდებული, რასაც პარტნიორები გვეტყვიან ის შევასრულოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა წერია კანონში, მაშინ რად გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტები?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 18 აპრილი 2024, 19:47
ხალხის ძალის" მიერ დღეს გავრცელებულ ვრცელ წერილს ეხმიანება პარტიის აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დასავლელი პარტნიორების მითითებები, თუ რა ტიპის კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა განახორციელოს სუვერენულმა ქვეყანამ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დარღვევაა. 

მაჭარაშვილის თქმით, თუ ქართული საზოგადოების ფსიქოლოგია მონური უნდა იყოს, როგორც ეს ოპოზიციას სურს, მაშინ კანონების მიღებაც არ არის საჭირო და ევროკავშირიდან პარტნიორებს შეუძლიათ მზა ვერსიები შემოგვთავაზონ. 


„ჩვენ თუ მხოლოდ იმაზე ვართ დამოკიდებული, ოპოზიციის მონური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, რასაც გვეტყვიან ის შევასრულოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა წერია კანონში, მაშინ რად გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტები? ან პარლამენტი რად გვინდა, ან ამ 150 კაცს რატომ ვაცდენთ თავისი აპარატებით?  დაგვიწერონ პატრონებმა ევროკავშირიდან რა კანონი გვინდა და იმის მიხედვით ვიარსებოთ. მეტსაც გეტყვით, პირდაპირ გამოგვიგზავნონ კანონები, რომ მათ მიღებაზეც არ შევწუხდეთ. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს მიმართულია იქითკენ, რომ აქ იყოს რადიკალიზმი, რევოლუციური სცენარები და მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელიც აქ მეორე ფრონტს გააჩაღებს,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ავსტრიის საგარეო უწყება - მშვიდობიანი შეკრება და სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია, მხარს ვუჭერთ ქართველების პროტესტის უფლებას
პრემიერი: შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო, შემდეგ კი უკვე ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, არსებობდა შეკრების დაშლის ლეგიტიმური საფუძველი, გარკვეული ინციდენტების მიღმა, ოპერაცია მთლიანობაში ევროპული სტანდარტებით ჩატარდა
ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას დღეს უწევს, გაანიავოს ძალადობრივი რესურსი, რაც მათ მოაკლებს მუხტს არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, თან იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
ლევან ნიკოლეიშვილი: რუსებს ებრძვის და რუსია, გამჭვირვალეობას ქადაგებს და გაუმჭვირვალეა, პარადოქსია არა? გიორგი ონიანი არის აგენტი, შესაბამისად, ის უბრალოდ თავისი თავის გადარჩენას „ჩალიჩობს“
ირაკლი კობახიძე: შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ხალხს აქვს ღირსება
არქივი